Belive

რონალდუ ინტერთან შეცვლის გამო გაღიზიანდა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის თასის ნახევარფინალში "იუვენტუსმა" სტუმრად "ინტერი" 1:2 დაამარცხა. ტურინელები ჯერ კიდევ მე-9 წუთზე ლაუტარო მარტინესის გოლით მარცხდებოდნენ, თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ ჯერ 26-ე წუთზე მოპოვებული პენალტი გამოიყენა, ცოტა ხანში კი დუბლის შესრულებაც მოახერხა. პორტუგალიელი გოლების მანქანა ჰეთ-თრიქის შესრულებას ცდილობდა, თუმცა ანდრეა პირლომ ის 77-ე წუთზე შეცვალა. კადრებში ჩანს, თუ როგორი უკმაყოფილო იყო რონალდუ "იუვეს" მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით. კრიშტიანუმ მოედნის დატოვების შემდეგ პირლოს რაღაც უთხრა კიდეც.

იხილეთ ვიდეო: 

უსიამოვნო ეპიზოდის შესახებ კომენტარი მოგვიანებით ანდრეამ გააკეთა: "ნორმალურია, რომ ასეთ მატჩში მოედნიდან გახვიდე, თუ გსურს, რომ გუნდს დაეხმარო. კონტრაქტში არ არის პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ კრიშტიანუ ვერ შეიცვლება. მან იცის, რომ ჩვენთვის ფუნდამენტალური ფეხბურთელია. რონალდუს ვუთხარი, რომ დაესვენა, კვირას მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. პორტუგალიელმა ზედიზედ რამდენიმე მატჩი ჩაატარა და ცოტა დასვენება მისთვის კარგი იქნებოდა," - თქვა პირლომ.

სხვა სტატიები