Belive

რონალდუ: "ჯერ ადამიანი ვარ, შემდეგ ფეხბურთელი - ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსმა გლობალური პანიკა და სპორტულ სამყაროში არაერთი წამყვანი ღონისძიების გაუქმება ან გადადება გამოიწვია. COVID19-სგან თავის დაცვას კრიშტიანუ რონალდუც ცდილობს, რომელიც სახიფათო ვირუსს თავს მშობლიურ მადეირაზე, ოჯახის წევრებთნ ერთად აფარებს და იტალიის ჩემპიონატის განახლების მოლოდინშია. ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვირუსისგან თავის დაცვის მნიშვნელობაზე დაწერა. "ახლა მსოფლიო ძალიან რთულ და დაძაბულ პერიოდს გადის, რომლის დროსაც ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ და მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ. ახლა მე მოგმართავთ თქვენ არა როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, არამედ როგორც მამა, ადამიანი, რომელიც შეშფოთებულია იმ გლობალური პრობლემით, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ჩემი მწუხარება მათ, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა, სოლიდარობა მათ, ვინც ვირუსს ებრძვის, მაგალითად ჩემს თანაგუნდელ დანიელე რუგანის. და რა თქმა უნდა, უდიდესი პატივისცემა იმ პროფესიონალებს, რომლებიც სხვა ადამიანების ჯანმრთელობის გადასარჩენად საკუთარს რისკავენ",-დაწერა 35 წლის პორტუგალიელმა.

სხვა სტატიები