Belive

რონალდუ მასზე აგორებულმა ჭორებმა გააღიზიანა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ მის გარშემო აგორებულ ჭორებს სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა. პორტუგალიელმა ამ ზაფხულს "მანჩესტერს" გათავისუფლება სთხოვა, მან იგივე თხოვნა რამდენიმე კვირის წინაც განუმეორა კლუბს. კრიშტიანუ ოჯახური მიზეზების გამო წინასასეზენო შეკრებაზე გუნდთან ერთად არ იმყოფებოდა. ინტერნეტში გავრცელდა ინფრომაცია, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა, ბოლო მოლაპარაკებებში მონაწილეობისას, რონალდუს კლუბის დატოვების უფლება არ მისცა. სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ვიგებთ, რომ შოტლანდიელი საერთოდ არ იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე. კრიშტიანუმ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ამ ყველაფერს ტყუილი უწოდა.

"პრესა ერთ დღესაც ვერ ძლებს ისე, რომ ჩემზე არ ილაპარაკონ. სხვაგვარად ხომ ფულს ვერ იშოვიდნენ. თქვენ მხოლოდ ტყუილით იპყრობთ ხალხის ყურადღებას. ასე გააგრძელეთ და ალბათ, ერთ დღესაც სიმართლესაც დაწერთ."- განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ
37 წლის პორტუგალიელმა Twitter-ის ერთ-ერთ პოსტზე სიცილის ემოციები დატოვა. ტვიტში ჩანს ბანერი, სადაც "ატლეტიკოს" გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვავენ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე მადრიდულ კლუბში. "იუნაიტედმა" რონალდუს განუცხადა, რომ მათ არ სურთ მისი გაყიდვა ამ ზაფხულს, ახალმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰეგმა ღიად გამოუცხადა კრიშტიანუს ნდობა და სურს, რომ 37 წლის თავდამსხმელი გუნდში დარჩეს.

სხვა სტატიები