რონალდუ მესამე მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც $1 მილიარდს გამოიმუშავებს

კრიშტიანუ რონალდუ გახდება მესამე მოქმედი სპორტსმენი და პირველი ფეხბურთელი, რომელიც $1 მილიარდს გამოიმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას sportbible ავრცელებს.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, “ბიანკონერის” მესვეურებმა ვარსკვლავებისთვის ხელფასის დაკლების შესაძლებლობა განიხილეს, რათა კლუბის მომსახურე პერსონალსა და ინფრასტრუქტურას პრობლემა არ შეექმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა შესაძლოა მომდევნო თვეებში £3.5 მილიონით ნაკლები მიიღოს. წყაროს მტკიცებით მიუხედავად დაკლებული ანაზღაურებისა – რონალდუ ფლოიდ მეივეზერსა და ტაიგერ ვუდსს შეუერთდება და გახდება მესამე მოქმედი სპორტსმენი, რომელიც მილიარდიან ნიშნულს გადალახავს.

ხელფასის, სარეკლამო კამპანიებისა და პირადი ბიზნესების შედეგად, კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის უმდიდრესი ფეხბურთელია. 2019 წელს, რონალდუს შემოსავალმა  £88 მილიონი შეადგინა – მასზე მეტი მხოლოდ ლეო მესიმ გამოიმუშავა. 2019 წელს, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა £103 მილიონი გამოიმუშავა.

 

(11393)

რონალდუ მესამე მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც $1 მილიარდს გამოიმუშავებს

სტატიის ავტორი
-