Belive

რონალდუ მესისთან კონკურენციაზე საუბრობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ის ლეო მესის კარიერის დიდი თაყვანისმცემელია. 35 წლის პორტუგალიელი ყოველთვის უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მასსა და არგენტინელს შორის მოედნის გარეთ რაიმე სახის დაპირისპირებაა.
"მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ იმ კარიერით, რომელიც ლეოს აქვს. მესიმ განაცხადა, რომ ლა ლიგიდან ჩემმა წასვლამ ძალიან შეაწუხა, რადგან ის ჩვენს შორის არსებულ კონკურენციას აფასებს. ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რომელიც ფეხბურთში არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ გამონაკლისი არც სხვა სპორტის სახეობებში იყო. ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია," - თქვა კრიშტიანუმ.

სხვა სტატიები