Belive

რონალდუ - მესისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი მეტოქე არაა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. "კამპ ნოუზე" გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. "ბლაუგრანას" დამარცხებაში ლომის წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო. "კამპ ნოუზე" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ლეო მესისთან კარგი ურთიერთობა აქვს და არგენტინელ სუპერვარსკვლავს მეტოქედ არ მიიჩნევს.
"მესისთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მას მეტოქედ არ აღვიქვავ. ორივე ჩვენგანი ვცდილობთ, რომ ჩვენი გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღოთ. ესპანეთში და კატალონიაში დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა. "კამპ ნოუზე" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. დღეს საჩემპიონო თამაში ვაჩვენეთ და გამოვიყურებოდით, როგორც დიდი და ძლიერი ოჯახი. ასეთ მაღალ დონეზე თამაშს თუ გავაგრძელებთ, სანერვიულო არაფერია. "კამპ ნოუზე" სამი გოლის გატანის შემდეგ, ნამდვილად დავიმსახურეთ პირველი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" არც ისე სახარბიელო ფორმაშია - მოპოვებული გამარჯვება მორალურად ძალიან გაგვაძლიერებს", - აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ.

სხვა სტატიები