Belive

რონალდუ: "მესიზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის იბრძვიან. არაერთი გულშემატკივრის აზრით, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია - თუმცა საკმაოდ ბევრი მიიჩნევს, რომ რონალდუა საუკეთესო. როგორც საკლუბო, ასევე ინდივიდუალურ დონეზე ორივე მათგანმა არაერთი ტიტული მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა. რონალდუმ და მესიმ 5-5-ჯერ შეძლეს ოქროს ბურთის მოპოვება. კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ იგი მესიზე უკეთესი ფეხბურთელია. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სხვადასხვა კლუბების მაისურით შეძლო წარმატების მიღწევა. "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი" და ახლა უკვე "იუვენტუსი" - ეს იმ ევროპული გრანდების ჩამონათვალია, რომელთა შემადგენლობაშიც რონალდუმ გაიბრწყინა. "ჩვენს შორის ის განსხვავებაა, რომ მე სხვადასხვა კლუბებში შევძელი წარმატების მიღწევა. სხვადასხვა კლუბის მაისურით გავხდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ზედიზედ 6 წელი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი ვიყავი. უამრავი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ხუთჯერ მოგება შეძლო. საკუთარ თავს ამ ტურნირთან ვაიგივებ", - აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ.

სხვა სტატიები