Belive

რონალდუ, ნეიმარი და ტევეზი იუბილარები არიან

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
მსოფლიო ფეხბურთი დღეს, 5 თებერვალს გამორჩეული მოთამაშეების, კრიშტიანუ რონალდუს, ნეიმარისა და კარლოს ტევეზის დაბადების დღეს აღნიშნავს. სამივე მოთამაშემ მსოფლიო ფეხბურთში თავისი წარუშლელი კვალი უკვე დატოვა.

კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 34 წლის გახდა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი "იუვენტუსის" ღირსებას იცავს. ის ტურინელთა შემადგენლობაში გასულ ზაფხულს გადავიდა. "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა და 19 ბურთი გაიტანა. მანამდე ის "რეალის" ღირსებას იცავდა და სწორედ მადრიდელთა მაისურით მოიგო 4 ჩემპიონთა ლიგა. მისი პირველი ნაბიჯები კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაიდგა. რონალდუმ "რეალში" 9 სეზონი გაატარა, "ბლანკოსის" მაისური 438-ჯერ მოირგო და ფენომენალური შედეგი დააფიქსირა. 450 ბურთის გატანა შეძლო. "მანჩესტერ იუნაიტედში" რონალდუმ 292 მატჩი ჩაატარა და 118 გოლი გაიტანა. პორტგალიის ეროვნულ ნაკრებში რონალდუმ 154 თამაშში მეტოქეთა კარი 85-ჯერ აიღო. კრიშტიანუ რონალდუს 5 ოქროს ბურთი აქვს მოგებული. ტიტულები: "მანჩესტერ იუნაიტედი": პრემიერლიგა: 3 (2006-07; 2007-08; 2008-09) ინგლისის ასოციაციის თასი: 1 (2003-04) ინგლისის ლიგის თასი: 2 (2005-06; 2008-09) UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 1 (2007-08) FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 1 (2008) "რეალი": ლა ლიგა: 2 (2011-12; 2016-17) ესპანეთის სამეფო თასი: 2 (2010-11; 2013-14) ესპანეთის სუპერ თასი: 2 (2012; 2017) UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 4 (2013-14; 2015-16; 2016-17; 2017-18) UEFA-ს სუპერ თასი: 2 (2014; 2017) FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 3 (2014; 2016; 2017) "იუვენტუსი": იტალიის სუპერ თასი: 1 (2018) პორტუგალიის ნაკრები: ევროპის ჩემპიონატი: 1 (2016)
Cristiano-Ronaldo_1
 

ნეიმარი

ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი 27 წლის გახდა. ის "პსჟ"-ს ღირსებას იცავს. მისი კარიერა კი სამშობლოში, "სანტოსში" დაიწყო. ბრაზილიურ კლუბში ნეიმარი 2009-13 წლებში თამაშობდა. 223 შეხვედრაში 136 ბურთი გაიტანა. ის გამორჩეული იყო და ამიტომაც მსოფლიო გრანდების ყურადღება მიიქცია. მისი გადაბირება "რეალს", "მანჩესტერ იუნაიტედს", "ბარსელონასა" და სხვა გრანდებს სურდათ. ნეიმარმა "ბარსელონა" აირჩია და სათამაშოდ ესპანეთში გადავიდა. "ბარსელონაში" ის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა მუდმივად ლიონელ მესის ჩრდილში იყო. "ბლაუგრანას" რიგებში 186 მატჩში 105 ბურთის გატანა შეძლო. ამის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა, რომ აღარ სურს მესის ჩრდილში ყოფნა და ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ის გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და 220 მილიონი ევროს სანაცვლოდ "პსჟ"-ში წავიდა. პარიზული კლუბის მაისური 53-ჯერ მოირგო და 48 ბურთის გატანა შეძლო. ბრაზილიის ეროვნული მაისური 96-ჯერ მოირგო და 60 ბურთი გაიტანა. ტიტულები:  "სანტოსი": ბრაზილიის ჩემპიონატი: 3 (2010; 2011; 2012) ბრაზილიის თასი: 1 (2010) ლიბერტადორესის თასი: 1 (2011) "ბარსელონა": ლა ლიგა: 2 (2014-15; 2015-16) ესპანეთის სამეფო თასი: 3 (2014-15; 201-16; 2016-17) ესპანეთის სუპერ თასი: 1 (2013) UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 1 (2014-15) FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2015 "პსჟ": ლიგა 1: 1 (2017-18) საფრანგეთის თასი: 1 (2017-18) ბრაზილიის ნაკრები: კონფედერაციის თასი: 1 (2013)
 

კარლოს ტევეზი

არგენტინელი ფეხბურთელი, კარლოს ტევეზი 35 წლის გახდა. მას კარიერის განმავლობაში არაერთ გრანდში უთამაშია. ერთი პერიოდი ის საკმაოდ მოთხოვნადი მოთამაშე იყო. მისით თითქმის ყველა გრანდი ინტერესდებოდა. ტევეზის კარიერა 2001 წელს "ბოკა ხუნიორსში" დაიწყო. სამშობლოში ის 2004 წლამდე თამაშობდა. ჩაატარა 110 მატჩი და გაიტანა 38 გოლი. შემდეგ ის ბრაზილიაში წავიდა და "კორინთეასის" მაისური მოირგო. იქ მხოლოდ 76 თამაში ჩაატარა და 46 გოლის გატანა შეძლო. ბრაზილიის შემდეგ დაიწყო მისი ევროპული კარიერა. ტევეზი "პრემიერლიგაში" გადაბარგდა და "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში 29 თამაში ჩაატარა და 7 ბურთი გაიტანა. ლონდონიდან მანჩესტერში წავიდა და ჯერ "იუნაიტედის" ღირსებას იცავდა, ხოლო შემდეგ "სიტის" მაისური მოირგო. "მანჩესტერ იუნაიტედში" 99 თამაშში 34 ბურთის გატანა შეძლო. "სიტის" მაისური კი 148-ჯერ მოირგო და 73-ჯერ გაიტანა. ინგლისიდან იტალიას მიაშურა და "იუვენტუსს" შეუერთდა. "ბებერი ქალბატონის" მაისური 95-ჯერ მოირგო და 50 გოლი გაიტანა. ტევეზი არგენტინაში დაბრუნდა და ისევ "ბოკა ხუნიორსში" ითამაშა, შემდეგ ჩინეთს მიაშურა, ხოლო ამჟამად კვლავ "ბოკა ხუნიორსშია". არგენტინის ნაკრების შემადგელობაში მან 76 შეხვედრა ჩაატარა და 13 ბურთის გატანა მოახერხა. ტიტულები: "ბოკა ხუნიორსი": არგენტინის პრომერადივიზიონი: 2 (2003; 2015) არგენტინის თასი: 1 (2014-15) ლიბერტადორესის თასი: 1 (2003) "კორინთეასი": ბრაზილიის სერია ა: 1 (2005) "მანჩესტერ იუნაიტედი": პრემიერლიგა: 2 (2007-08; 2008-09) ინგლისის ლიგის თასი: 1 (2008-09) UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 1 (2007-08) FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 1 (2008) "მანჩესტერ სიტი": პრემიერლიგა: 1 (2011-12) ინგლისის ასოციაციის თასი: 1 (2010-11) "იუვენტუსი": სერია ა: 2 (2013-14; 2014-15) იტალიის თასი: 1 (2014-15) იტალიის სუპერ თასი: 1 (2013)
             

სხვა სტატიები