Belive

რონალდუ ნიუკასლთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

18:00 საათზე ,,მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ,,ნიუკასლს'' შორის'' პრემიერლიგის მე-4 ტურის შეხვედრა დაიწყება. ,,წითელი ეშმაკების'' ძირითად შემადგენლობაშია კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ინგლისურ გუნდში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაბრუნდა. ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თერთმეტეული დღევანდელი მატჩისთვის ასე გამოიყურება: დე ხეა, ვარანი, მაგუაიერი, შოუ, ვან ბისაკა, მატიჩი, პოგბა, ბრუნო ფერნანდეში, რონალდუ, სანჩო, გრინვუდი.


,,მანჩესტერ იუნაიტედმა” რონალდუს ტრანსფერი 27 აგვისტოს დააანონსა. კრიშტიანუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” გაატარა. 36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ,,იუნაიტედს'' პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც მომავალი 5 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს. გარდა ამისა, კონტრაქტი ბონუსების სახით თანხის 8 მილიონი ევროთი გაზრდას ითვალისწინებს.

სხვა სტატიები