Belive

რონალდუ, ფარულად მეგობრებთან ერთად ვარჯიშის გამო გააფრთხილეს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კრიშტიანუ რონალდუ ჯერ კიდევ მარტში, სამშობლოში დაბრუნდა, რათა მოენახულებინა დედა, რომელიც იმ პერიოდში ავად იყო. როდესაც, პორტუგალიელი, სამშობლოში ჩავიდა, ზუსტად  იმ პერიოდში, "იუვენტუსის" ფეხბურთელს დანიელე რუგანის, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფაქტის გამო, რონალდუ ტურინში აღარ დაბრუნდა და მადეირაზე გადაწყვიტა დარჩენა. კრიშტიანუსთვის ფიზიკური ფორმა ძალზედ მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე იგი ფარულად, მეგობრებთან ერთად ვარჯიშობდა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ და სოციალურ ქსელში, ვარჯიშის ამსახველი ფოტოები გაავრცელეს. კვირის დასაწყისში, რონალდუ, ჟურნალისტებმა მადეირას სახელობის სტადიონზე შენიშნეს, სადაც "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად ვარჯიშობდა.
Capture
ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, პედრო რამოსმა, განაცხადა, რომ რონალდუს ვარჯიშისთვის სპეციალური ნებართვა არ აქვს და ეს კანონდარღვევაა. რამოსმა ასევე განაცხადა: "რონალდუმ პატივი უნდა სცეს მთავრობის მიერ დადგენილ წესებს. მას არანაირი პრივილეგია არ აქვს იმისთვის, რომ ივარჯიშოს."
"ყველა სპორტსმენს აქვს უფლება, დატოვოს სახლი და ივარჯიშოს ცალკე, მაგრამ არა ისე, როგორც ეს რონალდუმ გააკეთა. რამდენიმე ადამიანის ერთად ვარჯიში და დისტანციის დარღვევა არ შეიძლება." "ჩვენ ყველა ერთნაირ სიტუაციაში ვართ და ვებრძვით ამ ვირუსს." "რონალდუ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მან მაგალითი სხვებს უნდა მისცეს." "მადეირაზე მცხოვრები ყველა ადამიანი, ემორჩილება მთავრობის მიერ დადგენილ წესებს. რონალდუ კი გამონაკლისი არ არის." - განაცხადა მადეირას ჯანმრთელობის ჯანდაცვის ხელმძღვანელმა.
 

სხვა სტატიები