Belive

რონალდუ: "ფეხბურთი ისევ მიყვარს, მაგრამ მსურს რომ წარმატებული ბიზნესმენი გავხდე"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ცნობილმა გამოცემამ Sportbible-მ კრიშტიანუ რონალდუსთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის თარგმანსაც ქვევით გთავაზობთ: " მე კვლავ მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს თუ როგორ ვახარებ ფანებს და იმ ხალხს ვისაც კრიშტიანუ უყვარს. ასაკს არააქვს მნიშვნელობა მთავარია მენტალობა. ბოლო 5 წლის მანძილზე დავიწყე მოედანს გარეთ აქტიური მოღვაწეობა, ასე რომ ვინ იცის რა მოხდება ერთ ან ორ წელში? არ მსურს რომ ვინმეს მივბაძო, ინდივიდუალურობა აუცილებელია, მაგრამ არც ისაა ცუდი თუ საუკეთესოებისგან მცირე დეტალებს ავიღებ და ასეთი არამხოლოდ ფეხბურთში არამედ ფორმულა 1-ში, კალათბურთში, გოლფში და UFC-შიც არიან. ვფიქრობ საუკეთესო ათლეტებს იდენტური ვარჯიშის ეთიკა აქვთ. ყველაზე დიდი კომპანიების მფლობელებიც მოტივირებულნი არიან, რომ მიაღწიონ კიდევ უფრო მეტს. წნეხი მოტივაციას მმატებს, ყველას აქვს წნეხი, თქვენც კი რადგან თქვენი მიზანია კრიშტიანუსთან კარგი ინტერვიუ ჩაწეროთ - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ შეძლებთ წნეხთან გამკლავებას. საკუთარ თავს უნდა ენდო. ფეხბურთში მე მეტი კონტროლი მაქვს, ვიცი რისი გაკეთება შემიძლია. ბიზნესში ეს უფრო რთულია, შენ სხვა ადამიანებზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ მე კარგი გუნდი მყავს. ეს დიდი გამოწვევაა. უამრავი წლის შრომა, თავდადება და ემოციები წაიღო იმან, რასაც ფეხბურთში მივაღწიე. ბიზნესში აქამდე ჯერ ბევრი მიკლია, მაგრამ არ მიყვარს როდესაც მეორე ან მესამე ვარ, მე პირველობა მიყვარს და ამას გავაკეთებ 100 პროცენტით." - განაცხადა კრიშტიანუმ  

სხვა სტატიები