Belive

რონალდუ - პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 5 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უნგრეთთან ნათამაშები მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა: პორტუგალიელი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 5 ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი კრიშტიანუს 2004 წელს, ლუიშ ფელიპე სკოლარის ხელმძღვანელობით ჰქონდა. ფეხბურთის გულშემატკივარს შესაძლოა კარგად ახსოვდეს, თუ როგორ ტიროდა ახალგაზრდა პორტუგალიელი ფინალში საბერძნეთთან მარცხის შემდეგ (0:1). 2008 წელს, პორტუგალიამ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, თუმცა ტურნირს მეოთხედფინალში, გერმანიასთან მარცხის შემდეგ გამოემშვიდობა. 2012 წელს, რონალდუ გუნდს ნახევარფინალამდე გაუძღვა, თუმცა პორტუგალია იმ დროის საუკეთესო ესპანეთის ნაკრებთან, პენალტების სერიაში დამარცხდა - რონალდუს პენალტი არც დაურტყამს, პორტუგალიელებმა ki მხოლოდ 2 თერთმეტმეტრიანის გატანა შეძლეს. 2016-ში, ფინალისკენ გზად ხორვატიის, პოლონეთისა და უელსის ნაკრებები დაამარცხა, ფინალში კი, სრულიად მოულოდნელად, საფრანგეთის ნაკრებს სძლია. შეგახსენებთ, რომ მატჩის დასაწყისში, რონალდუს ტრავმა დიმიტრი პაიემ მიაყენა, რის შედეგადაც, მისი ცრემლები კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუმცა ამჯერად, მან ფინალში გამარჯვება იზეიმა.

სტატიის განახლება

კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთი, უფრო "ხმაურიანი" რეკორდიც გააუმჯობესა: უნგრეთის ნაკრებთან მან დუბლის შესრულება შეძლო და ევროპის ჩემპიონატებზე ჯამში 11 გოლს მოუყარა თავი. შედეგად, რონალდუ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდა.  

სხვა სტატიები