Belive

რონალდუ პორტუგალიის 3 საავადმყოფოს დაეხმარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუ მძიმე მომენტში საკუთარ ქვეყანას ისევ ეხმარება. "იუვენტუსის" ვარსკვლავი და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობას იღებენ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთობლივი ძალებით ორივე მათგანმა პორტუგალიის საავადმყოფოები პირბადეებით და სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარით მოამარაგა. ახლა კი უცხოური მედია იტყობინება, რომ რონალდუმ და მენდეშმა 3 საავადმყოფო ლისაბონსა და პორტუში 1 მილიონი ევროთი დააფინანსეს.

სხვა სტატიები