Belive

რონალდუ პსჟ-ს წინააღმდეგ კაპიტანი იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

19 იანვარს ჩანიშნულია საინტერესო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “ალ ნასრისა” და “ალ ჰილალის” საუკეთესო მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი და “პარი სენ-ჟერმენი” დაუპირისპირდებიან. საუდის არაბეთის კლუბის მთავარი მწვრთნელის თქმით, კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი სწორედ "პსჟ"-სთან შედგება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიშტიანუ რონალდუ "პსჟ"-სთან მატჩში კაპიტნის საკმლაურით გამოვა და საკუთარ გუნდს უკაპიტნებს.

მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 3 იანვარს "ალ-ნასრში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც იგი კლუბს ოფიციალურად შეუერთდა.

სხვა სტატიები