Belive

რონალდუ პუშკაშის დაჯილდოებას გამოეხმაურა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე საათის წინ კრიშტიანუ რონალდუ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ჩაერთო სადაც იგი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობდა, პორტუგალიელმა საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის პუშკაშის ჯილდოზე, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზეც კი. კითხვაზე ჯობდა თუ არა სალაჰის გოლი მის მიერ "იუვენტუსის" კარში გატანილ მაკრატელას, რონალდუმ უპასუხა:"რა თქმა უნდა ჩემი გოლი ჯობდა, მაგრამ ცხოვრება ასეთია, ხან იგებ, ხან აგებ, 15 წელია ასეთ დონეზე ვთამაშობ." "იუვენტუსის" ფორვარდმა მოდრიჩს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება არც თუ ისე თბილად მიულოცა:"ვულოცავ მოდრიჩს ამ პრიზის მოგებას, ძალიან კარგია." ხოლო როდესაც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ კითხეს, რონალდუმ დაუფიქრებლად უპასუხა:"დიახ, რა თქმა უნდა მე."

სხვა სტატიები