Belive

რონალდუ რეალის დატოვებას ნანობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მიიჩნევს, რომ "რეალში" დარჩენის შემთხვევაში საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე გაცილებით უფრო მეტი ტიტულის მოგებას შეძლებდა. რონალდუ, რომელიც "იუვენტუსის" მაისურით სერია ა-ს გამარჯვებული და იტალიის თასის მფლობელი გახდა მიიჩნევს, რომ "რეალში" დარჩენის შემთხვევაში ოქროს ბურთის მფლობელი გახდებოდა. ABC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ყოფილ თანაგუნდელებს ესაუბრა და "რეალის" დატოვების თაობაზე სინანული გამოთქვა. გამოცემის მტკიცებით, რონალდუმ ყოფილ თანაგუნდელებს უთხრა, რომ "ბლანკოსში" დარჩენის შემთხვევაში, კარიერაში მეექვსედ ოქროს ბურთის მოგებას შეძლებდა. უკანასკნელად უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდო რონალდუმ 2017 წელს მოიპოვა. 2018 წელს ოქროს ბურთის მფლობელი მისი ყოფილი თანაგუნდელი ლუკა მოდრიჩი გახდა - წელს კი ვირჯილ ვან დაიკსა და ლეო მესის შორის გამართული ბრძოლა არგენტინელი სუპერვარსკვლავის სასარგებლოდ დასრულდა.

სხვა სტატიები