Belive

რონალდუ, სალაჰი, კეინი - პრემიერლიგის რომელმა ვარსკვლავმა გაიტანა ყველაზე მეტი გადამწყვეტი გოლი?

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
პრემიერლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში, კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გასაოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ჰეთ-თრიკით "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" დაამარცხა (3:2) და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. "სპურსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაფორმებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ ფენომენალური რეკორდი დაამყარა - რონალდუს პროფესიონალური კარიერის მანძილზე გატანილი 805 გოლი დაუგროვდა და სახელოვანი იოზეფ ბიკანის რეკორდი დაამხო. ოქროს ბურთის 5-გზის ტრიუმფატორმა, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გამარჯვების მომტანი გოლი 6 შეხვედრაში გაიტანა, რითის "ლივერპულის" მოჰამედ სალაჰს გაუთანაბრდა. "სპურსის" ლიდერმა - ჰარი კეინმა ასვე შეძლო გოლი გატანა, თუმცა ინგლისელმა შემტევმა "ტოტენჰემი" მარცხისგან ვერ იხსნა. კრიშტიანუ რონალდუ, მოჰამედ სალაჰი და ჰარი კეინი უდავოდ ბრწყინვალე სეზონს ატარებენ. სამივე მათგანი საკუთარი გუნდის ლიდერად მოგვევლინა, თუმცა საინტერესოა პრემიერლიგის რომელმა ვარსკვლავმა შეძლო ყველაზე მეტი გამარჯვების მომტანი გოლის გატანა? Transfermarkt-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჰარი კეინს კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰთან შედარებით, საგრძნობლად უკეთესი შედეგი აქვს. ინგლისის საფეხბურთო ნაკრებისა და "სპურსის" ლიდერმა პრემიერლიგის 48 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მომტანი გოლის გატანა, რითიც ყველა დროის საუკეთესოთა შორის მე-5 ადგილს იკავებს. 37 შეხვედრაში გატანილი გამარჯვების მომტანი გოლის შედეგად, რონალდუ მე-16 პოზიციაზე იმყოფება - მოჰამედ სალაჰის ანგარიშზე 34 გოლია, რითიც 24-ე ადგილს იკავებს.
  • 24 ჯეიმი ვარდი - 34
  • 24 მოჰამედ სალაჰი - 34
  • 23 რაჰიმ სტერლინგი - 35
  • 21 სადიო მანე - 36
  • 21 რუუდ ვან ნისტელროი - 36
  • 16 კრიშტიანუ რონალდუ - 37
  • 16 პოლ სქოულზი - 37
  • 16 რობი კინი - 37
  • 16 სტივენ ჯერარდი - 37
  • 16 მაიკლ ოუენი - 37
  • 15 რობი ფაულერი - 38
  • 12 ლეს ფერდინანდი - 39
  • 12 ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი - 39
  • 12 ემილ ჰესკი - 39
  • 11 ჯერმეინ დეფო - 41
  • 9 რობინ ვან პერსი - 42
  • 9 რაიან გიგზი - 42
  • 8 დუაიტ იორკი - 45
  • 7 ენდი კოული - 46
  • 5 ჰარი კეინი - 48
  • 5 სერხიო აგუერო - 48
  • 4 ტიერი ანრი - 59
  • 3 ფრენკ ლამპარდი - 61
  • 2 უეინ რუნი - 66
  • 1 ალან შირერი - 68

სხვა სტატიები