Belive

რონალდუ: "ჭეშმარიტი ჩემპიონები არასდროს ტყდებიან"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მას შემდეგ, რაც ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში "პორტუს" ბარიერი ვერ დაძლია და ასპარეზობას გამოეთიშა, გუნდის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა (რონალდუმ "პორტუსთან" ორივე შეხვედრა ჩააგდო) ,რომლებიც მას ღიად აკრიტიკებენ და თვლიან, რომ მისი "იუვენტუსში" ასპარეზობა წარუმატებელია, თუ ის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ვერ მოაგებინებს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეზონის ბოლოს შესაძლოა პორტუგალიელმა გუნდი დატოვოს. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. თუმცა, იტალიური პრესა იტყობინება, რომ ბოლო სიტყვა მომავალთან დაკავშირებით თავად კრიშტიანუს ეკუთვნის და თუ ის ტურინში დარჩენას გადაწყვეტს კლუბი მას დაეთანხმება. კრიშტიანუმ კრიტიკოსებს საკუთარი ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით უპასუხა:
"ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენჯერ დაეცემი, არამედ ის თუ რამდენად სწრაფად და ძლიერად წამოდგები ფეხზე. ჭეშმარიტი ჩემპიონები არასდროს ტყდებიან. ახლა ჩვენი ყურადღება "კალიარიზეა" გვაქვს გადატანილი, კონცენტრირებულები ვართ სერია ა-ს ტიტულისთვის ბრძოლაზე, იტალიის თასის ფინალზე, ფოკუსირებულები ვართ ყველაფერ იამზე, რაშიც წარმატების მიღწევა შეგვიძლია". "სიმართლეა, რომ წარსული მუზეუმს ეკუთვნის, მაგრამ საბედნიეროდ ფეხბურთს აქვს მეხსიერება ისევე, როგორც მე. ისტორიის წაშლა შეუძლებელია, ის ყოველდღიურად იწერება გამძლეობით, გუნდური სულისკვეთებით და ძალიან მძიმე შრომით. ხოლო ვისაც ეს არ ესმის, დიდებასა და წარმატებას ვერასდროს მიაღწევს".
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა. სულ კი "იუვეს" მაისურით რონალდუმ 121 თამაშში 92 გოლს მოუყარა თავი.      

სხვა სტატიები