Belive

რონალდუ: "ვწუხვარ, კიდევ 20 წელს ვერ დაგპირდებით"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"იუვენტუსის" პორტუგალიელ სუპერვარსკვალვს კრიშტიანუ რონალდუს 36 წელი შეუსრულდა. კრიშტიანუმ თავისი საოცარი კარიერის მანძილზე მიღწეული წარმატებებით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ტიტული უკვე დაიმსახურა. მიუხედავად ასაკისა, რონალდუ კვალვ განაგრძობს უმაღლეს დონეზე თამაშს და გოლების გატანას, 36 წლის პორტუგალიელი ტურინული გრანდის ნამდვილი ლიდერია. რეკორდები, ტიტულები, გატანილი გოლები - რონალდუს კარიერა უბრaალოდ განსაცვიფებრელია. დაბადების დღეზე კრიშტიანუმ ინსტაგრამის გვერდზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
" 36 წელი, დაუჯერებელია! ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი გუშინ დაიწყო, მაგრამ ეს მოგზაურობა უკვე სავსეა დასამახსოვრებელი თავგადასავლებითა და ისტორიებით. ჩემი პირველი ბურთი, პირველი გუნდი, პირველი გატანილი გოლი... დრო შეუმჩნევლად გადის". " ლისაბონიდან მანჩესტერამდე, მანჩესტერიდან მადრიდამდე, მადრიდიდან ტურინამდე, ყველაფერი გავიღე, რაც კი შემეძლო, თავს არასდროს ვზოგავდი, ვცდილობდი საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმომეჩინა. სამაგიეროდ, საჩუქრად მივიღე თქვენი სიყვარული, პატივისცემა და მხარდაჭერა. ამის გამო მადლობის გადახდა საკმარისი არასდროს იქნება. თქვენ გარეშე ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი". " როცა ჩემს 36-ე დაბადების დღეს და 20-წლიან პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერას ავღნიშნავ, ვწუხვარ, რომ არ შემიძლია კიდევ 20 წელს დაგპირდეთ. მაგრამ გპირდებით, რომ სანამ მოღვაწეობას განვაგრძობ, ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები". " კიდევ ერთხელ გიხდით ყველას დიდ მადლობას თქვენი მხარდაჭერისათვის და კეთილი სურვილებისთვის. ჩემთვის თქვენი ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს და თითოეულ თქგვენგანს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია".
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 5 "ოქროს ბურთის" მფლობელმა 16 ჩატარებულ შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.    

სხვა სტატიები