Belive

რონალდუმ, ბენზემას შემცვლელად, რეალს საკუთარი თავი შესთავაზა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ურთიერთობის დასრულება და მადრიდში დაბრუნება სურს.

გასულ კვირას პირს მორგანთან მიცემულ ინტერვიუში 37 წლის ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკები" ღალატში დაადანაშაულა.

სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების თანახმად, კრიშტიანუ რონალდუმ, ბენზემას შემცვლელად, "რეალს" საკუთარი თავი შესთავაზა. პორტუგალიელი გეგმავს, რომ მის ყოფილ კლუბთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმოს.

მოსალოდნელია, რომ რონალდუ პორტუგალიის შემადგენლობაში, განას წინააღმდეგ, ძირითადში იქნება. აღნიშნული შეხვედრა 24 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები