Belive

რონალდუმ გულშემატკივართან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მოლდოვაში ადგილობრივ "შერიფს" დაუპირისპირდა. მატჩი ინგლისელებმა 2:0 მოიგეს, საიდანაც ერთი გოლი კრიტიანუ რონალდუმაც გაიტანა.

როდესაც მატჩი დასრულდა და "იუნაიტედის" ფეხბურთელები გვირაბისკენ გაეშურნენ, მოლდოველმა მედიკოსმა რონალდუ შეაჩერა ფოტოს გადასაღებად, თუმცა, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ცივად ჩაუარა.

"იუნაიტედმა" ევროპა ლიგის პირველი შეხვედრა ესპანური "სოსიედადის" წინააღმდეგ დათმო და ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. ამ დროისთვის "წითელი ეშმაკები" ევროპა ლიგის E ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები