Belive

რონალდუმ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. რონალდუს თქმით, ის მოხიბლულია ესპანელი სპეციალისტის "მანჩესტერ სიტიში" მუშაობით და მის "იუვენტუსში" ხილვას მიესალმება. "იუვენტუსის" ამჟამინდელი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა გუნდიდან გაათავისუფლონ, რადგან "ბებერმა ქალბატონმა" მხოლოდ "სერია ა"-ს მოგება შეძლო და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. პეპ გვარდიოლას "სიტისთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ესპანელი მანჩესტერულ კლუბს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს და ამ დროის განმავლობაში ოთხი ტიტულის მოგება შეძლო. ერთხელ მოიგო პრემიერ ლიგა, ორჯერ ლიგის თასი და ერთხელ ინგლისის სუპერთასი. 48 წლის სპეციალისტი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის მოგებასთან ახლოსაა. გუნდს მხოლოდ 3 თამაში დარჩა.

სხვა სტატიები