Belive

რონალდუმ იუნაიტედის ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვება სთხოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, ინგლისური გუნდიდან წასვლა სურს. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, კლუბიდან გაშვების თხოვნით უკვე მიმართა. როგორც Times-ი წერს, კრიშტიანუს სურვილი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. რონალდუს "იუნაიტედიდან" შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია ადრეც გავრცელდა, რის მიზეზადაც დასახელდა, რომ პორტუგალიელი სატრანსფერო ბაზარზე "მანჩესტერის" პასიურობით უკმაყოფილო იყო. კრიშტიანუს ანგარიშზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ 330 შეხვედრაში 142 გოლი და 71 საგოლე გადაცემაა. თავდამსხმელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.


სხვა სტატიები