Belive

რონალდუმ მობილური თამაშის რეკლამაში სუპერგმირის როლი მოირგო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მობილური თამაშის Legend Of The Bounty Hunter-ის მეორე ნაწილის რეკლამაში გადაიღეს. კრიშტიანუ აქამდეც გამოჩენილა უჩვეულო სარეკლამო რგოლებში. მაგალითად, 2019 წელს ის და ნეიმარი შუასაუკუნეების სამოსში გამოეწყვნენ და ხმლებით დუელი გამართეს. მობილური თამაშის რეკლამაში პორტუგალიელი სუპერგმირის როლშია წარმოდგენილი, რომელსაც სპეციალური კოსტიუმი აცვია და აღჭურვილია იარაღით. რონალდუ ბოროტმოქმედებს ებრძვის და ლაზერული იარაღისა და საბრძოლო ხელოვნების გამოყენებით ამარცხებს მათ. სარეკლამო რგოლის ბოლოს ფეხბურთელი მტრის ბრბოს გაარღვევს ძალოვანი ველის წყალობით და დატყვევებულ ბავშვს გამოიხსნის.
  ხუთგზის "ოქროს ბურთის" მფლობელ 35 წლის პორტუგალიელს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში უახლოეს მდევარს ჩირო იმობილეს 3 გოლით უსწრებს.  

სხვა სტატიები