Belive

რონალდუმ ყველაზე ძვირადღირებული მანქანა იყიდა (ფოტო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ავტოპარკის მფლობელია. მისი სიყვარული Bugatti-ს მიმართ ყველამ კარგად იცის, მითუმეტეს რომ მან შარშან უახლესი Bugatti Chiron-ის სანაცვლოდ 2.15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. რონალდუს მფლობელობაში ისეთი ავტომობილებია, როგორებიცაა Aston Martin, Lamborghini და Rolls-Royce Phantom, თუმცა რონალდუს ბოლო შენაძენი მართლაც გამორჩეულია.
ჟენევის ავტოშოუზე 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფრანგულმა კომპანიამ ახალი Bugatti La Voiture Noire წარადგინა. როგორც გაირკვა, ავტომობილი მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეიძინა და მასში 10 მილიონი ფუნტი გადაიხადა. კომპანიამ მისი სახელი არ გაახმაურა. თუმცა ესპანური AS-ის თანახმად, ეს ადამიანი კრიშტიანუა. კრიშტიანუსგან 10-მილიონიანი ავტომობილის შეძენა გასაკვირი სულაც არ არის, რადგან პორტუგალიელი "იუვენტუსში" კვირაში 581 000 ევროს გამოიმუშავებს. მაგრამ სანამ ახალი მანქანით ისიამოვნებს, მას მოცდა მოუწევს, რადგან საბოლოო დეტალების დახვეწამდე კიდევ დროა დარჩენილი და მანქანა სერიულ წარმოებაში 2021 წლის ბოლოს ჩაეშვება.

სხვა სტატიები