Belive

რონალდუმ რაბიოს უთხრა, რომ ევრო 2020-ზე საფრანგეთი პორტუგალიას უნდა უფრთხოდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის ,,იუვენტუსის'' ნახევარმცველს, ადრიენ რაბიოს,  შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა ჰკითხეს - ესაუბრა თუ არა კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთთან მატჩის შემდეგ:
,,ჩვენ მატჩის შემდეგ არ გვისაუბრია, შეხვედრამდე კი მცირე დიალოგი გვქონდა. მან მითხრა, რომ საფრანგეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რადგან ,,იუვენტუსის'' გასახდელში ჩვენს ნაკრებზე ხშირად საუბრობენ. თუმცა, ისიც მითხრა, რომ პორტუგალიასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ,'' - რაბიოს სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.
საფრანგეთისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები ევრო 2020-ის F ჯგუფში გერმანიასთან და უნგრეთთან ერთად იასპარეზებენ. გუნდებს შორის შეხვედრა 23 ივნისსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები