რონალდუმ რეალის დატოვების მიზეზი დაასახელა

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დუმილი დაარღვია. კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალის” დატოვებისა და “იუვენტუსში” გადასვლის მიზეზი დაასახელა.

როგორც ჩანს, “ბლანკოსის” შიდა სამზარეულოში არეულობა დიდი ხანია გრძელდება. ფლორენტინო პერესის მიმართ უკმაყოფილება სხვადასხვა დროს არაერთ ვარსკვლავს გამოუთქვამს – მათ რიცხვს კრიშტიანუ რონალდუც შეემატა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეთა.

“პერესი მიყურებდა, როგორც მხოლოდ ბიზნეს პარტნიორს. მას მე ვჭირდებოდი კონკრეტული მიზნებისათვის. ზუსტად ვიცოდი, რომ მისი ნათქვამი სიტყვები არასდროს მოდიოდა გულიდან. პერესმა ნათლად დამანახა, რომ გუნდისათვის შეუცვლელი აღარ ვიყავი და რომ მადრიდელთა სამომავლო გეგმებში აღარ შევდიოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე “რეალის” დატოვების გადაწყვეტილება მივიღე”, – აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ.

(1951)

რონალდუმ რეალის დატოვების მიზეზი დაასახელა

სტატიის ავტორი
-