Belive

რონალდუმ სახლში ტრავმიდან აღმდგენი მაღალტექნოლოგიური აპარატი დააყენა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კრიშტიანუ რონალდუ საკუთარი პროფესიონალიზმით გულშემატკივრის გაოცებას თითქმის 37 წლის ასაკშიც კი არ წყვეტს და საკუთარი ფიზიკური მომზადების გასაუმჯობესებლად თანამედროვე ტექნოლიოგიებსაც აქტიურად იყენებს. ფეხბურთელმა, რომელიც ოც დღეში საკუთარ სახლში მაღალტექნოლოგიური ჟანგბადის კამერა დაამონტაჟა, რათა ფიზმომზადების კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაიუმჯობესოს.
No description available.
5 ოქროს ბურთის მფლობელს კარიერის საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ აქვს, იგი 2021 წლის ზაფხულში ტურინის "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა და ახალ გუნდთან ერთად, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 შეხვედრაში 14 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, თუმცა მედია და გულშემატკივარი მას კრიტიკას მაინც არ აკლებს და მიიჩნევს, რომ რალფ რანგნიკის ახალი სათამაშო სქემის ათვისება უჭირს და მის შემოთავაზებულ მაღალ პრესინგს ვერ ერგება. The Sun-ის ცნობით, სწორედ აქედან გამომდინარე, ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირმა ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპიის (HBOT) აპარატი დააყენა და ფიზიკური ფორმის ამ გზით გაუმჯობესებას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილი კამერა რონალდუს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად აღადგინოს დაზიანებული ქსოვილი სუფთა ჟანგბადის გამოყენებით, რომელიც მიეწოდება მაღალ ატმოსფერულ დონეზე. ამბობენ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იგივე ტექნოლოგია გამოიყენა, რათა დაეჩქარებინა მუხლის ტრავმიდან გამოჯანმრთელების პროცესი, რომელიც მან ევრო 2016-ის ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ მიიღო.
No description available.
რონალდუსთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა The Sun-ს: „ყველამ იცის, რომ კრიშტიანუ ფიტნესის ფანატიკოსია და სრულყოფილად ეძღვნება საუკეთესო ფორმაში ყოფნას. ის ადრეც იყენებდა ჟანგბადის კამერებს თავის კარიერაში, მაგრამ მათი პოვნა არც ისე ადვილია დიდ ბრიტანეთში, ამიტომ მან გადაწყვიტა ეყიდა და საკუთარ სახლში დაემონტაჟებინა. ეს ნიშნავს, რომ თუ ის ოდესმე იგრძნობს ტკივილს, შეუძლია წავიდეს და გამოიყენოს იგი და მიიღოს სარგებელი. ეს არის მიზეზები, რის გამოც მან გამოტოვა ამდენი თამაში ტრავმის გამო".

სხვა სტატიები