Belive

რონალდუმ სანაკრებო კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სანაკრებო კარიერის შესაძლო დასრულებაზე ისაუბრა:
,,რატომ უნდა ვიფიქრო ამაზე? ეს არც ხალხს უნდა და არც მე. მაშინ, როცა ვიგრძნობ, რომ სირბილი, დრიბლინგი და დარტყმა აღარ შემიძლია, ამის დროც მოვა... მაგრამ, ახლა ეს ყველაფერი მაქვს და გაგრძელება მინდა, რადგან ისევ მოტივირებული ვარ. სწორედ მოტივაციაა მთავარი. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გულშემატკივრებს, ოჯახის წევრებსა და საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭო. თქვენ საუბრობთ ეროვნულ ნაკრებზე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა და მოგება მაქვს... ყველაფერი. თუცა, გაგრძელება ისევ მინდა. ფეხბურთის თამაში მიყვარს, ხალხის გაბედნიერება სასიამოვნოა,'' - რონალდუს სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
რონალდუს ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებულ 182 შეხვედრაში 115 გოლია, რაც სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო შედეგია. 36 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა აქვს მოგებული.

სხვა სტატიები