Belive

რონალდუმ სარის ბ***ს შვილი უწოდა (ვიდეო) 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს და მაურიციო სარის შორის კონფლიქტი რომ არსებობს აშკარაა. ბოლო მატჩებში, იტალიელი მწვრთნელი 34 წლის თავდამსხმელს საკმარისად არ ენდობა და აგერ ბოლო ორი შეხვედრაა ნაადრევად შეცვალა კიდეც. "მილანთან" პორტუგალიელი ვარსკვლავი 55-ე წუთზე შეცვალეს, მის ნაცვლად შესულმა პაულო დიბალამ კი ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა. ამან კრიშტიანუ ძალიან გააბრაზა, ის შეცვლის შემდეგ ჯერ გასახდელში, მერე კი მატჩის დასრულებამდე სახლში გაემართა, რის გამოც ჯარიმის საფრთხის ქვეშაც კი აღმოჩნდა. მოედნიდან გასვლისას ოქროს ბურთის ხუთჯერ მომგებმა ფეხბურთელმა მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, ხოლო როგორც შემდეგში გაირკვა რონადუმ სარის ბ***ს შვილი უწოდა.

თავად "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი კონფლიქტს არ ადასტურებს, თუმცა არც იმას მალავს, რომ რონალდუს თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებთან პრობლემები აქვს. ამ სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე 6 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები