Belive

რონალდუმ საუკეთესო ფეხბურთელის სპეციალურ ნიშანზე უარი თქვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ახალგაზრდა ტალანტისა და წლის ფეხბურთელის მაისურებზე სპეციალური ნიშნები გამოჩნდა. გამორჩეული მაისურით მოედანზე გამოსვლაზე უარი მხოლოდ სერია ა-ს გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, კრიშტიანუმ აღნიშნულზე უარი იმის გამო თქვა, რომ არ სურდა, მოედანზე თანაგუნდელებისგან განსხვავებული მაისურით გამოსულიყო და ამ მხრივ, თავი მათზე უფრო მაღლა დაეყენებინა.
გასულ სეზონში შემდეგი ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ:
  • მეკარე - სამირ ჰანდანოვიჩი;
  • მცველი - კალიდუ კულიბალი;
  • ნახევარმცველი - სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი;
  • თავდამსხმელი - ფაბიო კუალიარელა;
  • ახალგაზრდა ტალანტი - ნიკოლო ძანიოლო;
  • საუკეთესო ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ.
აღსანიშნავია, რომ რონალდუ ერთადერთი იყო ამ ფეხბურთელებს შორის, რომელმაც სპეციალურ მაისურზე უარი განაცხადა.

ასევე იხილეთ: ვინ არის იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი - ნიკოლო ძანიოლო

სხვა სტატიები