Belive

რონალდუმ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
AS.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული გრანდი კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერითაა დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "იუვენტუსთან" კიდევ 1 წელი აკავშირებს, პარიზელები იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულს რონალდუს ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ. იტალიური და ესპანური მედია საშუალებების მტკიცებით, ტურინულ გრანდში კვლავ დაბრუნებული მასიმილიანო ალეგრი რონალდუს გაშვების წინააღმდეგი არაა. რონალდუ "ბიანკონერის" რიგებში წელიწადში €31 მილიონს იღებს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მაურო იკარდისა და €30 მილიონის სანაცვლოდ "ბიანკონერი" სუპერვარსკვლავს შეელიოს. ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ"-ს წარმომადგენლებსა და რონალდუს აგენტ - ჟორჟე მენდეშს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა, თუმცა "იუვენტუსთან" დაკავშირება ამ დროისათვის არ მომხდარა.

სხვა სტატიები