Belive

რონალდუს არჩათვლილი გოლის გამო მსაჯმა მოიბოდიშა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, სერბეთთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ შეხვედრის შემდეგ, მასთან მთავარი მსაჯი მივიდა და რონალდუს არჩათვლილი გოლის გამო, ბოდიში მოიხადა:
,,შედეგს ახსნას ვერ ვუძებნი. ჩვენ შევისწავლეთ სერბეთის ნაკრები. ვიცოდით, როგორ უნდა გვეთამაშა მათ წინააღმდეგ და ეს პირველ ნახევარში გამოგვივიდა კიდეც. სერბებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყეს და გოლიც გაიტანეს, მალევე კი - გაათანაბრეს. რონალდუს გოლის ჩათვლა სამართლიანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ საკმარისად კარგები არ ვყოფილვართ. თუმცა, თუ ბურთი კარშია, გოლი უნდა ჩაითვალოს. საბოლოოდ, მსაჯი მიხვდა, რაც მოხდა და ჩემთან ბოდიშის მოსახდელად მოვიდა.''
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სერბეთისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა. მატჩის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუს დარტყმის შემდეგ, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.

სხვა სტატიები