Belive

რონალდუს და: "ძვირფასო ვირჯილ, ჯერ ტიტულებს დაეუფლე და შემდეგ ვილაპარაკოთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს და ვირჯილ ვან დაიკის განცხადებას გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ კატია ავეირომ ვირჯილ ვან დაიკს Instagram-ზე საკმაოდ ვრცელი პოსტი მიუძღვნა. "ძვირფასო ვირჯილ, კრიშტიანუ რონალდუ იმ ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული, რომელშიც თამაშობ სამჯერ გახდა. წლებია მანდ თამაშობ მაგრამ სანუკვარი ტიტული ჯერ არ მოგიპოვებია." "კრიშტიანუ რონალდუ იმ ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელეს და ბომბარდირიც გახდა - სხვათაშორის ეს ყველაფერი შენზე გაცილებით ახალგაზრდამ შეძლო. ძვირფასო ვირჯილ, შემდეგ რონალდუ სხვა ქვეყანაში გადავიდა და უდიდეს კლუბში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. სხვათაშორის, იმ კლუბმა და რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხეს." "ახლა კი მოიგე რეალურად მნიშვნელოვანი ტიტულები, დააგროვე საჭირო რაოდენობით და შემდეგ ვისაუბროთ", - აღნიშნა კატია ავეირომ.

სხვა სტატიები