Belive

რონალდუს დედა: "ჩემი შვილი მომდევნო წელს სპორტინგში ითამაშებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული ESPN სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს: როგორც ირკვევა, კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ზაფხულში მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს. კრიშტიანუს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა როგორც ირკვევა, მას ტურინიდან წასვლა სურს. "ბებერი სინიორა" 36 ტურის შემდეგ, სერია ა-ში მე-5 ადგილს იკავებს და დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშოს. მეტიც, რონალდუს დედის, დოლორეს ავეიროს განცხადებით, იგი აუცილებლად დაარწმუნებს 5-გზის ოქროს ბურთის მფლობელს, რომ მომდევნო სეზონიდან "სპორტინგს" შეუერთდეს.
"ტურინში ჩასვლას და კრიშტიანუსთან დალაპარაკებას ვაპირებ. მას აუცილებლად დავარწმუნებ იმაში, რომ მომდევნო წელს, ალვალადეზე ("სპორტინგის" სტადიონი) ითამაშოს," - აღნიშნა მან.
მიმდინარე სეზონში, ლისაბონის "სპორტინგმა" პორტუგალიის ჩემპიონატი 2001/02 წლების სეზონის შემდეგ, პირველად მოიგო. მშობლიურ კლუბს, კრიშტიანუმ გამარჯვება საჯაროდ მიულოცა. რონალდუ "სპორტინგის" რიგებს 12 წლის ასაკში შეუერთდა და ძირითად გუნდში 31 მატჩის გამართვა მოასწრო: ამის შემდეგ, ბრწყინვალე ტალანტმა "წითელი ეშმაკების" მაისური მოირგო. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "სპორტინგში" დიდ პატივს სცემენ: 2019 წელს, გუნდის პრეზიდენტს, ფრედერიკო ვარანდასს, ინიციატივა ჰქონდა, რომ "სპორტინგის" სტადიონისთვის კრიშტიანუ რონალდუს სახელი დაერქმია.

სხვა სტატიები