Belive

რონალდუს ძმასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსის" სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ძმა უგო ავეირო ეჭვმიტანილია პოლიციის მიერ. ტურინის პროკურატურა უგო ავეიროს თაღლითობაში სდებს ბრალს. ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია, თუ რა სავარაუდო სასჯელი ელის რონალდუს ძმას. ტურინის პროკურატურამ რონალდუს ძმის წინააღმდეგ საქმე თაღლითობის ბრალდებით აღძრა. საქმე ისაა, რომ კომპანიამ Mussara, რომელსაც მართავს უგო ავეირო, 500 000 ევროს ღირებულების რონალდუს მუზეუმის ლოგოტიპიანი მაისურები შეუკვეთა კომპანია Pegaso -ს. ამ თანხიდან 150 000 შუამავალს გადაუხადეს. მოგვიანებით კომპანია Mussara-მ განაცხადა, რომ ნებართვა არ გაუცია მაისურების დამზადებაზე და მოითხოვა წარმოების შეჩერება და უკვე დამზადებული მაისურების გადმოცემა (თითო 4 ევროდ) მათი ლიკვიდაციისთვის. კომპანია Pegaso ამტკიცებს, რომ მას მიღებული ჰქონდა აუცილებელი ნებართვა წარმოებისთვის. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ წარმოებული მაისურები არ განადგურებულა და ისინი ფუნშალში მდებარე რონალდუს მუზეუმში იყიდებოდა 40 ევროდ. La Repubblica-ს ინფორმაციის თანახმად, Pegaso -მ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და რონალდუს ძმაზე საქმე აღიძრა. უგო ავეირო 45 წლისაა, ადრე მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან.

სხვა სტატიები