Belive

რონალდუს ემოციური ინტერვიუ და მორიგი ღირსეული საქციელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ პირს მორგანთან მიცემულ ინტერვიუში ბავშვობის წლები გაიხსენა და ცრემლები ვერ შეიკავა. ბავშვობის წლები პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კუნძულ მადეირაზე გაატარა. რონალდუს ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, რის გამოც ვარჯიშიდან გამოსული რონალდუ თანაგუნდელებთან ერთად მაკდონალდსის თანამშრომლებს ბურგერებს სთხოვდა. პირს მორგანთან საუბარში რონალდუმ მაკდონალდსის თანამშრომლების კეთილშობილური საქციელი გაიხსენა და მათთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი გამოთქვა. "გვშიოდა, სტადიონის გვერდით კი მაკდონალდსის რესტორანი იყო. მივდიოდით და ბურგერებს ვთხოვდით. იქ ედნა და კიდევ ორი გოგო მუშაობდა. მათ ვეღარ ვპოულობ." "პორტუგალიაში შევეცადე მათი ადგილსამყოფელის დადგენას მაგრამ რესტორნის დაკეტვის შემდეგ ინფორმაცია ვერ მოვიძიე. ვიმედოვნებ რომ ეს ინტერვიუ დამეხმარება მათ პოვნაში. მინდა ტურინში ან ლისაბონში სადილზე დავპატიჟო და სიკეთისთვის სამაგიერო გადავუხადო", - აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ.

სხვა სტატიები