Belive

რონალდუს ეფექტი | ნიუკასლის წინააღმდეგ გასამართი მატჩის ბილეთები ასტრონომიულ ფასად გაიყიდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" ხილვას "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მეორე დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედში" 11 სექტემბერს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შედგება. 11 სექტემბერს, თბილისის დროით, 18:00 საათზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლს" დაუპირისპირდება. პრემიერ ლიგის მე-4 ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს. არაერთი ბრიტანული მედია საშუალების მტკიცებით, აღნიშნულ დაპირისპირებაში კრიშტიანუ რონალდუს კვლავ "წითელი ეშმაკების" მაისურით ვიხილავთ. უდიდესი ინტერესის ფონზე, "ნიუკასლთან" გასამართი მატჩის ბილეთები ასტრონომიულ ფასად გაიყიდა. ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე, აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთები 2.500 ფუნტად გაიყიდა. წყაროს მტკიცებით, მატზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი £265 ღირს. "სერ ალექს ფერგიუსონის ტრიბუნაზე" მოხვედრის მსურველებს 699 ფუნტის გადახდა მოუწევთ. საშუალო კატეგორიის ბილეთის შეძენა კი 350 ფუნტადაა შესაძლებელი.

სხვა სტატიები