Belive

რონალდუს გაუპატიურებაში კიდევ ერთი ადამიანი ადანაშაულებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში კიდევ ერთი ქალბატონი ადანაშაულებს. კეტრინ მაიორგას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლესლი სტოვალის მტკიცებით, მას ქალბატონი დაუკავშირდა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს ქმედებებით დაზარალდა. "კიდევ ერთი ქალბატონი დამიკავშირდა, რომელიც ირწმუნება რომ კეტრინ მაიორგას მსგავსად, ისიც კრიშტიანუ რონალდუს მსხვერპლი გახდა", - აღნიშნა ლესლი სტოვალმა. ადვოკატმა ქალბატონის ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა რომ დაზარალებული ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტში ჩვენებას მისცემს. ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი აღნიშნულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

სხვა სტატიები