Belive

რონალდუს გენიალური სტატისტიკა მადრიდის რეალში

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან დაემშვიდობა. გუნდმა "აიაქსთან" საკუთარ მოედანზე 1:4 წააგო, ორი მატჩის ჯამში კი 5:3 დამარცხდა. კრიშტიანუ რონალდუ "რეალს" 2009 წელს შეუერთდა და 2018 წლამდე ითამაშა. 2004-05 წლებში "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდა. იგივე მოხდა 2005-06 წლებშიც. 2006-07 წლების სეზონში მადრიდელებმა ვერ შეძლეს სიტუაციის გამოსწორება და ისევ მერვედფინალში გამოვარდნენ. 2007-08 წლებიც მადრიდელთათვის კრახით დასრულდა. 2008-09 წლების სეზონი იმ იმედით დაიწყო, რომ ნავსი გატყდებოდა, თუმცა უშედეგოდ. "რეალი" კვლავ მერვედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას. 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუ "ბლანკოსს" შეუერთდა. იმ სეზონში მადრიდელებმა განსაკუთრებულ შედეგს ვერ მიაღწიეს და ისევ მერვედფინალიდან გამოვარდნენ. ამის შემდგომ ყველაფერი შეიცვალა. 2010-11 წლების სეზონში გუნდმა ნახევარფინალამდე მიაღწია, თუმცა ფინალის საგზური ვეღარ მოიპოვა. ასე გაგრძელდა 2013-14 წლების სეზონამდე. გუნდი ნახევარფინალში ვარდებოდა. 2014-15 წლებში "რეალმა" დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მომდევნო სეზონში კვლავ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა და იქ უკვე "იუვენტუსის" ბარიერი ვერ გადალახა. მას შემდეგ "რეალმა" ზედიზედ სამჯერ მოახერხა ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის მოგება. "რეალის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუმ 101 თამაშში 105 ბურთის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონის დასაწყისში სამეფო კლუბი ლიდერმა, რონალდუმ დატოვა და უსიამოვნო ტრადიცია გაგრძელდა. "რეალი" ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა. გუნდს ესპანეთის სამეფო თასი დაკარგული აქვს, ხოლო "ლა ლიგის" მოგება ძალიან გაუჭირდება, რადგან სხვაობა ლიდერ "ბარსელონასთან" 12 ქულაა. მადრიდელებმა უკვე მომდევნო სეზონზე უნდა იფიქრონ.

სხვა სტატიები