Belive

რონალდუს ყოფილი თანაგუნდელის გადაბირება სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" მილანის ნახევარმცველის თეო ერნანდესის შეძენას აპირებს. Football Italia-ს ცნობთ, "ბებერ ქალბატონს" მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის მიმართ სერიოზული ინტერესი ამოძრავებს და მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მასში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს. "ბიანკონერის" წინადადების განხილვას "როსონერიც" აპირებს, რომელიც ფეხბურთელის კონტრაქტს სულ მცირე 40 მილიონად გაასხვისებს. 22 წლის მცველის მიმართ ინტერესს პრემიერლიგის რამდენიმე კლუბიც გამოხატავს. ფრანგი "შავ-წითლებს" 2019 წლის ზაფხულში, "სამეფო კლუბიდან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ამ სეზონში 25 მატჩში 6 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები