Belive

რონალდუს სახე, როდესაც მესიმ საუკეთესო ფორვარდის პრიზი მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის ცერემონიალზე, წლის საუკეთესო თავდასმხმელად ლიონელ მესი დასახელდა. მესის სიხარული ფონზე, კამერებს კრიშტიანუ რონალდუს იმედგაცრუებული სახე არ გამორჩენიათ.

მოგვიანებით, რონალდუმ მესისთან 15-წლიან დაპირისპირებაზე ისაუბრა და მისდამი პატივისცემა არ დამალა: "მე და მესი 15 წელია უმაღლეს დონეზე ვთამაშობთ. არც ვიცი, მსგავსი რამ აქამდე თუ მომხდარა ფეხბურთში. ამ კონკურენციის ფონზე, ჩვენ ერთმანეთს ვზრდიდით. დიდებულია, რომ ამ ისტორიაში ვარ მე და ცხადია, ლიონელ მესიც აქაა," განაცხადა რონალდუმ.
https___hypebeast.com_image_2019_08_cristiano-ronaldo-lionel-messi-rivalry-interview-champions-league-00

სხვა სტატიები