Belive

რონალდუს სარისთან პრობლემები აქვს - პორტუგალიელი მოედნიდან სახლში გაიქცა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, "მილანის" წინააღმდეგ (1:0) მოედნიდან ნაადრევმა გაყვანამ, კრიშტიანუ რონალდუ ძალიან განარისხა. ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა მოედანი 55-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში ერთადერთი გოლის ავტორი პაულო დიბალა ჩაერთო. 5 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი ამან ძალიან გააბრაზა და მოედნიდან გასვლის შემდეგ "ბებერი ქალბატონის" მთავარ მწვრთნელ მაურისიო სარის ხელი არ ჩამოართვა, მერე კი სათადარიგოთა სკამის ნაცვლად, გეზი გასახდელისკენ აიღო. მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში დაბრუნებულ თანაგუნდელებს, 34 წლის სუპერვარსკვლავი არ დახვდათ, Sky Sports-ი კი ირწმუნება, რომ რონალდუმ სტადიონი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა. "როსონერისთან" შეხვედრა კრიშტიანუსთვის ზედიზედ მეორე იყო, რომელშიც ის შეცვალეს, სარიმ მას ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის "ლოკომოტივთან მოგებული (2:1) შეხვედრის ჩამთავრებაც არ აცადა.

სხვა სტატიები