Belive

რონალდუს თაობაზე რამოსი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად, ლუკა მოდრიჩის დასახელებამ - საფეხბურთო მიმომხილველებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მრავალი ანალიტიკოსის მტკიცებით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებდა. საყოველთაო პოლემიკაში "ბლანკოსის" კაპიტანიც ჩაერთო. შეიძლება ითქვას, რომ სერხიო რამოსმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა. რამოსი მიიჩნევს, რომ განსხვავებით, კრიშტიანუ რონალდუსა, რომელიც უფრო მარკეტინგული თვალსაზრისით იყო პრესტიჟულ ჯილდოზე წარდგენილი - მოდრიჩმა ნამდვილად დაიმსახურა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. "თითზე ჩამოსათვლელად არიან ის ფეხბურთელები, რომელთა გუნდში ყოფნითაც ვამაყობ. ლუკა მოდრიჩი მათ შორისაა. ის არა მხოლოდ საუკეთესო მეგობარი, არამედ საუკეთესო ფეხბურთელია. შესაძლოა, მარკეტინგული თვალსაზრისითა და სუპერვარსკვლავის სახელით სხვა ფეხბურთელები სარგებლობენ, მაგრამ მოდრიჩმა ტიტული დაიმსახურა", აღნიშნა სერხიო რამოსმა. საინტერესოა, კრიშტიანუ რონალდუ რომ კვლავ "რეალის" ფეხბურთელი ყოფილიყო - გააკეთებდა თუ არა რამოსი მსგავს განცხადებას...

სხვა სტატიები