Belive

რონალდუს ჟესტის შემდეგ კოკა-კოლას აქციები 4 მილიარდით შემცირდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუს მიერ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლას ბოთლის გადადგმის შემდეგ, კომპანიას სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგა. როგორც იცით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ ჟესტით ხალხს მოუწოდა, რომ ჯანსაღად იცხოვრონ და წყალი მიიღონ. როგორც ცნობილია, კოკა-კოლას აქციები ბოლო დღეებში 4 მილიარდი დოლარით გაუფასურდა და ის ახლა 238 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს მიმდევარი გამოუჩნდა. პოლ პოგბამ საფრანგეთის ნაკრების პრესკონფერენციიდან ლუდის ბოთლი აიღო.

სხვა სტატიები