Belive

რონალდუსა და მესის სტატისტიკა ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშებ მატჩებში

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ორი ლეგენდარული ფეხბურთელი, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთში თითქმის ყველანაირი რეკორდი დაამყარეს. ხშირად ადარებენ რონალდუსა და მესის და თითქმის ვერავინ ვერასდროს თანხმდება რომელი ფეხბურთელია უკეთესი. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ორივე ფეხბურთელის სტატისტიკებს, ერთმანეთთან ჩატარებულ მატჩებში.
1
კრიშტიანუ რონალდუ "იუნაიტედში" ასპარეზობისას სამჯერ შეხვდა ლიონელ მესის ბარასელონას. არგენტინელმა სამ შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა პორტუგალიელმა ვერცერთის. საგოლე გადაცემა კი არცერთს არ შეუსრულებია. მადრიდის "რეალში" ასპარეზობის პერიოდში მესი და კრიშტიანუ ერთმანეთს 30-ჯერ შეხვდნენ. არგენტინელმა ჯამში 20 გოლის გატანა მოახერხა, პორტუგალიელმა კი 18-ის. რაც შეეხება საგოლე გადაცემებს, მესის ანგარიშზე 11 გახლავთ, ხოლო რონალდუსი 1. ეროვნული ნაკრებებით ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. სტატისტიკა ამ შემთხვევაში თითქმის იდენტურია. მესიმ 2 გოლის გატანა მოახერხა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება. ასევე ორი გოლი გაიტანა პორტუგალიელმა, მაგრამ საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია. მოცემულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, საშუალოდ არგენტინელს გოლი 138 წუთში და 41 წამში გააქვს, ხოლო რონალდუს 153 წუთში და 19 წამში. რაც შეეხება საგოლე გადაცემებს აქ არგენტინელი დამაჯერებლად ლიდერობს. მესი საგოლე გადაცემას საშუალოდ 254 წუთში და 15 წამში ასრულებს, ხოლო რონალდუ 2913 წუთში ერთხელ. არის კიდევ ერთი სტატისტიკა. საქმე ეხება იმას, თუ რამდენ წუთში ერთხელ იღებენ გოლში მონაწილეობას ფეხბურთელები. მესი საშუალოდ ყოველ 89 წუთში და 44 წამში, რონალდუ კი 145 წუთში და 39 წამში. საერთო ჯამში მესი და კრიშტიანუ ერთმანეთს 35-ჯერ შეხვდნენ. აქედან 16-ჯერ მესიმ იზეიმა გამარჯვება, ხოლო პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 10-ჯერ. 9 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

სხვა სტატიები