Belive

რონალდუსა და ნეიმარის გარეშე - Goal.com-მა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდის, Goal.com-ის ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის მთავარი კანდიდატი არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლეო მესია.

სამეულში, ასევე, კილიან მბაპე (საფრანგეთი) და ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია) მოხვდნენ.

ტოპ ათეულის მიღმა დარჩნენ კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი. პორტუგალიელის ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი გოლია, ნეიმარმა კი ტრავმის გამო მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა და ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია.

ფავორიტებს შორის ყველაზე მეტი, 3 ფეხბურთელი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდანაა.

მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობის 10 ნომინანტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ლეო მესი
  2. კილიან მბაპე
  3. ბრუნო ფერნანდეში
  4. კოდი გაკპო
  5. მარკუს რაშფორდი
  6. კაზემირო
  7. ანტუან გრიზმანი
  8. ჰაკიმ ზიეში
  9. ტეო ერნანდესი
  10. აშრაფ ჰაკიმი

სხვა სტატიები