Belive

რონალდუზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო და სახალისო ვიდეო ინტერნეტს ვირუსულად იპყრობს 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანუ რონალდუს მოძულეები არაერთხელ გაუჩუმებია და მიუხედავად მისდამი ბევრჯერ არსებული კრიტიკული განწყობისა, საბოლოოდ საკუთარი შესაძლებლობები ხშირად დაუმტკიცებია. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი გახლდათ. მერვედფინალურ ეტაპზე 5 ოქროს ბურთის მფლობელი ახალ გუნდთან ერთად პირველად გამოდიოდა და ერთ-ერთ საყვარელ მეტოქეს, მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა "ვანდა მეტროპოლიტანოზე", იმ ახლადგახსნილ არენაზე შედგა, რომელსაც რამდენიმე თვეში ტურნირის ფინალისთვის უნდა ემასპინძლა და დიეგო სიმეონეს გუნდის გამარჯვებით დასრულდა, გოლები ხოსე ხიმენესმა და დიეგო გოდინმა გაიტანეს.

Image: PA
Image: PA
მატჩის შემდეგ, ესპანური კლუბის ქომაგები პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მისამართით კრიტიკულ და დამცინავ ფრაზებსაც კი არ იშურებდნენ, რაზეც კრიშტიანუს პასუხი იყო, რომ მას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 5-ჯერ ჰქონდა მოგებული, "როხიბლანკოს" კი არცერთხელ და ისინი მეორე მატჩშიც შეხვდებოდნენ. თუმცა, უფრო დიდი პასუხი პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა "ალიანს სთედიუმზე" შემოგვთავაზა, სადაც მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე "ბებერი ქალბატონი გაიყვანა".
Image: PA
  მთელი ეს სცენარი პოპულარულ რგოლთან ერთად სახალისო ვიდეოს ქმნის, რომელიც ინტერნეტ სივრცეს ვირუსულად იპყრობს და მას უკვე 1.4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.  

სხვა სტატიები