Belive

როტენი: მბაპეს რეალში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე, ჟერომ როტენმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. "პსჟ"-ს ყოფილმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მბაპე პარიზულ გრანდთან ახალ კონტრაქტს აღარ მოაწერს ხელს. "კლუბთან დაახლოებული პირებისგან ვიცი, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერი პრაქტიკულად მოგვარებული იყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ტრანსფერი შესაძლოა გადაიდოს მაგრამ მბაპეს "რეალში" გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია. ახლა ყველაფერი "სამეფო კლუბსა" და მბაპეზეა დამოკიდებული. "პარი სენ-ჟერმენის" მესვეურებმა ფრანგი ვარსკვლავის ზაფხულში გაშვების თაობაზე თანხმობა განაცხადეს. ჩემი აზრით ტანსფერის განხორციელება მხოლოდ დროის საკითხია", - აღნიშნა ჟერომ როტენმა.

სხვა სტატიები