Belive

"როცა ადამიანები ხელს ართმევენ, ერთმანეთს თვალებში უყურებენ" - ტუხელი კონტესთან მომხდარ ინციდენტზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება შედგა. "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული ლონდონური დერბი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა და საბოლოოდ, ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჰარი კეინმა 96-ე წუთზე გატანილი გოლით "სპურსი" მარცხისგან იხსნა. ლონდონურ დერბის მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბულობა სდევდა ფონად. განსაკუთრებით ნერვიულობდნენ ტომას ტუხელი და ანტონიო კონტე, რომელთაც საფინალო სასტვენის შემდეგ ემოციების მოთოკვა ვერ შეძლეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მენეჯერების გაშველება ორივე გუნდის წარმომადგენლებმა სცადეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა, ანტონიო კონტესთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, როცა ადამიანები ხელს ართმევენ, ერთმანეთს თვალებში უყურებენ. აღმოჩნდა, რომ მას სხვა აზრი აქვს. საჭირო არ იყო და საერთოდ, ამ დაპირისპირებაში ბევრი რამ არ იყო საჭირო. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო. მატჩში ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც გამარჯვებას იმსახურებდა და ეს ჩვენ ვიყავით".

სხვა სტატიები